დღის ამბებისაზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მევენახეების დახმარებას კიდევ გავაგრძელებთ

კახეთის რეგიონს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბს ეწვია და ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია შტაბის წევრებისგან მოისმინა.

„დავათვალიერე და გავეცანი შტაბის მუშაობას. რთველი და ზოგადად, ყურნის ჩაბარების პროცესი კარგად მიმდინარეობს, ძალიან კარგად არის ორგანიზებული, შტაბი ეფექტურად  მუშაობს. დღეის მდგონარეობით, გადამუშავებულია 170 000 ტონა ყურძენი და დაახლოებთ 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს უკვე კახელმა მევენახეებმა. ამ პოცესში ჩართულია 300-მდე კომპანია. ძალიან კმაყოფილი ვარ შტაბის მუშაობით. ბოლო წლებში, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა მევენახეებს. მევენახეობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის არის სტრატეგიული დარგი, ღვინის სამშობლო ვართ და განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამის გამო გვაქვს ამ დარგის მიმართ. შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ 2012 წელს 25 000 ჰექტარი ვაზი იყო ქვეყანაში გაშენებული, დღეს უკვე 50 000 ჰექტარია, რაც ძალიან დიდი პროგრესია ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი პროგრამების დახმარებების შედეგი. 2012 წელს ექსპორტზე 20 მილიონი ლიტრი ღვინო იყო გატანილი, შარშან რეკორდული – 100 მილიონ ლიტრზე მეტი ღვინო გაიყიდა, ეს არის ჯამურად 400 მილიონი დოლარის ექსპორტით მიღებული შემოსავალი. მევენახეების დახმარებებს კიდევ გავაგრძელებთ სხვადასხვა პროგრამების სახით და ვფიქრობ, მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close