განათლებადღის ამბები

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რა ხარჯებზე იქნება საუბარი სამინისტროს მხრიდან, ეს დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

პრემიერს არ უხსენებია, რომ 40 მილიონი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. 40 მილიონი ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. იქნება გამოსყიდვა ამ ვალდებულებების საბაზრო ღირებულების, რაც აქვს ამ ვალდებულებებს, როგორც არსებობს პროდუქტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ გამოსყიდვის ხარჯებს. რა თანხა იქნება ზუსტად, ამას ვიხილავთ 1 თვის განმავლობაში. ეს იქნება გაცილებით ნაკლები 40 მილიონზე“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გუშინ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთპრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close