თელავირეგიონი

თელავის ისტორიულ მუზეუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თელავის ისტორიულ მუზეუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ გაიხსნა.  გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბისაა და მასში მონაწილეობის მისაღებად 121 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, 50-ზე მეტი საკონკურსო ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია – მასში მონაწილეობენ როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ავტორები.

საკონკურსო პროგრამაში ცალკე კატეგორიადაა წარმოდგენილი ქართული სტუდენტური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა ვორკშოპები და მასტერკლასები, რომელსაც დარგის უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან.

გამარჯვებულ მონაწილეებს 30 სექტემებერს, „ოქროს მტევანის“ დახურვის ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

,,ოქროს მტევანი“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მიზანია კინოხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close