განათლებადღის ამბები

პირველად საქართველოში – ექთნებისთვის უფასო სახელმძღვანელოები შეიქმნა

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და „ვიანის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ექთნების პროფესიული განათლების გაღრმავებისთვის ქართულ ენაზე მძლავრი საექთნო სახელმძღვანელოები შეიქმნა. ინფორმაციას „ვიანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლის მსურველ ახალგაზრდებსა და უკვე დიპლომირებულ ექთნებს შესაძლებლობა აქვთ, საგანმანათლებლო მასალა ინტერნეტიდან (www.vian.health/ka/publications) ჩამოტვირთონ და მას სრულად უსასყიდლოდ გაეცნონ.

პროექტის ფარგლებში ჯამში 16 მიმართულების სახელმძღვანელო და სწავლების დროს ექთანთა თვითშეფასების ტესტების ბანკი შეიქმნა. ექთნების პროფესიული განათლებისთვის შექმნილი ლიტერატურა V საფეხურის საექთნო საქმის სწავლებისათვის ყველა საჭირო სახელმძღვანელოს ფარავს.

 

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close