რჩევები

10 მარტივი გამოსავალი, რომელიც ბინას ვიზუალურად უფრო სუფთას ხდის

10 მარტივი გამოსავალი, რომელიც ბინას ვიზუალურად უფრო სუფთას ხდის

გთხვაზობთ რამდენიმე საგულისხმო რჩევას:

  1. მოიშორეთ უწესრიგობა

არეულობამ შეიძლება ოთახს მოუწესრიგებელი შესახედაობა მისცეს, მაშინაც კი, თუ იქ მტვრის ნასახიც კი არ არის. ყოველი წვრილმანი, რომელიც არასწორ ადგილას დევს, თითქოსდა არეულობის განცდას ქმნის.

ყოველდღიურად დაუთმეთ რამდენიმე წუთი უადგილო ნივთების მილაგებას. იფიქრეთ იმ ნივთების გადაგდებაზე, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან არ იყენებთ.

2. შენახვის წესები

მოაწესრიგეთ შენახვის სიტემა: საკმარისი თაროები, კალათები.

გარდა ამისა, ყველა სახის ჩამოსაკიდებელი სექციები, როგორც ტანსაცმლის, ასევე საყოფაცხოვრებო კარადებისთვის. მოათავსეთ დამატებითი ბადეები, ყუთები და ა.შ.

3. შეინარჩუნეთ ხილული ზედაპირები სუფთად

რეგულარულად გაწმინდეთ ზედაპირები მტვრისა და ჭუჭყის მოსაშორებლად. ეს ეხება მაგიდებს, ფანჯრის რაფებს, ნათურებს და ა.შ.

ცალკე ღირს ფოკუსირება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე: სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარები, ღუმელი, მიკროტალღური და ღუმელის კარი.

4. გაასწორეთ საწოლი

გასწორებულ საწოლს შეუძლია მყისიერად მისცეს საძინებელს უფრო სუფთა და მოწესრიგებული სახე.

5. გაასუფთავეთ საჭიროებისამებრ

თუ რამე დაიმსხვრა ან დაიღვარა – სასწრაფოდ გაასუფთავეთ, არ დატოვოთ. თუ რამე გაფუჭდა – სასწრაფოდ გადააგდეთ.

6. გამოიყენეთ ბუნებრივი განათება

გახსენით ფარდები და ჟალუზები, რომ შემოვიდეს ბუნებრივი სინათლე. ეს დაგეხმარებათ გახადოთ ოთახი უფრო ნათელი და მყუდრო.

სცადეთ ფარდების სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად ზამთრისა და ზაფხულისთვის: ზაფხულში – სქელი და ოდნავ დაჩრდილული ფარდები, ზამთარში – ტიული და რბილი ფარდები. ან რომაული ჟალუზებისა და ფარდების კომბინაცია.

ბევრი ვარიანტია, მთავარია გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი დღის სინათლე მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

7. დაკიდეთ სარკეები

ის ირეკლავს სინათლეს და ოთახს უფრო ფართო და ღიას აჩენს. გარდა ამისა, ინტერიერში მათი დახმარებით მოსახერხებელია ფუნქციური ტერიტორიების შექმნა დერეფანში, გასახდელში, საძინებელში და ა.შ.

დეკორად ასევე გამოიყენება პატარა სარკეების კომბინაციები.

8. აირჩიეთ ღია ფერის საწოლის თეთრეული და ფარდები

ასეთი ტექსტილი ოთახს უფრო მსუბუქსა და ღიას, ვიზუალურად მეტად ფართოს აჩენს.

9. დაიცავით იატაკის სისუფთავე

რეგულარულად გაასუფთავეთ იატაკი. ნებისმიერი პატარა ნამცეცები ან ლაქა აფუჭებს სრულ შთაბეჭდილებას.

თუ სხვა რამის გაწმენდის დრო არ გაქვთ, სუფთა იატაკს შეუძლია შეცვალოს ოთახზე შთაბეჭდილება.

10. დაახარისხეთ ნივთები

მსგავსი ნივთების ერთად დაჯგუფებით ოთახი უფრო ორგანიზებულად და ვიზუალურად სუფთად გამოიყურება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close