რჩევები

აგვინაზღაურებს თუ არა ძილის დანაკლისს შაბათ-კვირას გამოძინება

აგვინაზღაურებს თუ არა ძილის დანაკლისს შაბათ-კვირას გამოძინება

ღამით სრულფასოვან გამოძინებაში დაგვეხმარება დღის ძილი და არა შაბათ-კვირას ძილის ნაკლებობის ანაზღაურება.

ქრონიკული ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, შფოთვა, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი. კვლევამ აჩვენა, რომ შაბათ-კვირას ძილი არ გამორიცხავს მეტაბოლურ დარღვევებს და წონის პოტენციურ მატებას, რომელიც დაკავშირებულია ძილის რეგულარულ ნაკლებობასთან. ამასთან იწვევს ღამით დაძინების გაძნელებას გვიან გაღვიძების შემდეგ.

იმის ნაცვლად, რომ შაბათ-კვირას დიდხანს გვეძინოს, სპეციალისტები გვირჩევენ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას მთელი კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, დღის 3:00 საათამდე ხანმოკლე ძილი აღადგენს ძალას და არ გააუარესებს საღამოს ძილს.

ასევე, აუცილებელია საძინებელში ძილისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. საძინებელში უნდა იყოს სიგრილე, სიჩუნე და სიბნელე. ერთფეროვანი აქტივობები, როგორიცაა აბაზანის მიღება, წიგნის კითხვა ან თუნდაც მედიტაცია აუმჯობესებს ჩაძინების პროცესს.

გარდა ამისა, ვარჯიში ხელს უწყობს დაძინებას. ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც საძილე აბები. ძილი უნდა განვიხილოთ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ავადმყოფობის დროს მდგომარეობა და ჯანმრთელობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close