საზოგადოება

საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილზეა – TasteAtlas

საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილზეა - TasteAtlas

ორგანიზაცია TasteAtlas-მა საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 26-ე ადგილს იკავებს.

TasteAtlas ბულგარეთში 2018 წელს დაფუძნდა და ის ყოველწლიურად განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს. ქვეყნებზე სარეიტინგო ქულის მინიჭებისას პლატფორმა ითვალისწინებს: პოპულარობის, მოთხოვნის, მრავალფეროვნების, ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების შეფასებების ფაქტორებს.

რეიტინგის სათავეში ტრადიციულად იტალიაა, რომელსაც 5-ბალიანი სისტემიდან 4.72 ქულა აქვს; 4.69 ქულით მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს; ხოლო მესამე ადგილზე ესპანეთია, რომელსაც 4.59-ბალიანი შეფასება აქვს.

TasteAtlas-ის მიხედვით, საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. იტალია – 4.72
2. საბერძნეთი – 4.69
3. ესპანეთი – 4.59
4. იაპონია – 4.59
5. ინდოეთი – 4.54
6. მექსიკა – 4.53
7. თურქეთი – 4.52
8. აშშ – 4.51
9. საფრანგეთი – 4.51
10. პერუ – 4.51

საქართველო რეიტინგში 26-ე ადგილზეა და ის რამდენიმე ეროვნული კერძითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ლობიანი, მწვადი, ტოლმა და კუპატი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close