ეკონომიკა

საქართველოში $26 მილიონის სათამაშოები შემოვიდა – სად ვყიდულობთ სათამაშოებს?

საქართველოში $26 მილიონის სათამაშოები შემოვიდა - სად ვყიდულობთ სათამაშოებს?

საქართველოდან წელს სათამაშოების შესაძენად 26.2 მლნ დოლარი გავიდა და ქვეყანაში 3 678 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში სათამაშოების იმპორტი ღირებულებით 46.5%-ით, ხოლო მოცულობით 24.8%-ით გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის იმპორტი გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში სათამაშოები ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. ამ ბაზარს მთლიან იმპორტში 60% უკავია.

TOP-3 საიმპორტო ბაზარი:

1. ჩინეთი – 15.8 მლნ დოლარი, 2 396 ტონა;
2. ჰონ-კონგი – 2.1 მლნ დოლარი, 265 ტონა;
3. თურქეთი – 1.7 მლნ დოლარი, 319 ტონა;

გარდა ამ ბაზრებისა სათამაშოებს ნიდერლანდებში, ესტონეთში, ჩეხეთში, ირანში, ბულგარეთში, უკრაინაში, გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ბელარუსში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც ვყიდულობთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close