რჩევები

რამდენად სასარგებლოა ზეთისხილი

რამდენად სასარგებლოა ზეთისხილი

ზეთისხილი მრავლად შეიცავს ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიტამინებს, მინერალებს და მჟავებს.

ესენია:

B1, B2, B6, C, E, ფოლიუმის მჟავა,ბეტა კაროტინი;

პოლიფენოლები და სტეროლები;

კალიუმი;

კალციუმი;

ნატრიუმი;

რკინა;

მაგნიუმი;

ფოსფორი;

თუთია;

სასარგებლო ცხიმი

მწვანე ზეთისხილი უფრო ნაკლებ ცხიმს შეიცავს ვიდრე შავი. ამიტომ, შავი ზეთისხილი მეტად კალორიულია.

ამ სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ზეთისხილი საკმაოდ ჯანსაღ საკვებად ითვლება:

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;

ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას;

აქვს ნაღვლმდენი თვისება;

იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზული ფოლაქებით დახშობისგან;

ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას;

გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება;

ამცირებს ცუდი ქოლესტეროლის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტეროლისას;

ამცირებს გულის ინფარქტის რისკს;

აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების რისკს;

ატენიანებს კანს;

ამცირებს ნაოჭებს

განსაკუთრებით შავი ზეთისხილი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც სინათლე, სითბო და ჟანგბადი ვნებს, ამიტომ სასურველია გაუხსნელიც კი გრილ და ბნელ ადგილას შეინახოთ.

ქილებში შენახული ზეთისხილი მარილის შემცველობით გამოირჩევა, მარილის ხშირი და დიდი დოზით მოხმარება კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორია. ამიტომ, უმჯობესია ცოცხალი ზეთისხილის მიღება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც ამ ტიპის დაავადებები აღენიშნებათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close