რჩევები

დამწვრობის რომელი სახეები არსებობს და როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება დამწვრობის დროს

დამწვრობის რომელი სახეები არსებობს და როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება დამწვრობის დროს

განარჩევენ მცირეა(მთლიანი ზედაპირის 10% ან ნაკლები) და დიდ თერმულ დამწვრობას (სხეულის მთლიანი ზედაპირის ფართობის 10%-ზე მეტი).

მცირე თერმული დამწვრობის დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენისას გასათვალიწინებელია შემდეგი წესები:

დამწვრობა სუფთა, გრილი, ონკანის წყალში დასველებული პირსახოცით უნდა დაიფაროს, რაც უზრუნველყოფს პაციენტის კომფორტს და დაცვას მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

პირველი წუთის განმავლობაში დაზიანებული უბნის (თუ უბანი მცირეა) გაგრილება ხელს უწყობს დამწვრობის გაღრმავების შემცირებას;

დიდი ზომის დამწვრობისას:

დაზიანებული უბანი 10 წუთზე მეტხანს არ უნდა გააგრილოთ, რადგან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოთერმია;

არ მოათავსოთ სხეულის დამწვარი ნაწილი გრილ წყალში, ამან შესაძლოა სითბოს მნიშვნელოვანი კარგვა გამოიწვიოს;

არ დაადოთ დამწვრობას ყინული, რადგან შესაძლოა ჰიპოთერმია და სისხლძარღვების შევიწროვება გამოიწვიოს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს დაზიანების სისხლმომარაგებას;

ქსოვილების შემდგომი დაზიანების პრევენციისათვის ეცადეთ მაქსიმალურად მოაშოროთ კანს დამწვარი ტანსაცმელი;

თუ სამოსი კანს ეკვრის დატოვეთ ის თავის ადგილას, სანამ ჰოსპიტალში არ იქნება გადაყვანილი;

ტკივილის და შეშუპების შემცირების მიზნით, დამწვარი კიდური გულის დონეზე ზემოთ უნდა წამოიწიოს

თერმული დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს – ცხელმა სითხეებმა ან მყარმა საგანმა, ცხელმა ზედაპირმა, ცხელი ნაკადის სწრაფმა გამოსხივებამ, ორთქლმა, ულტრაიისფერმა სხივებმა.

თერმული დამწვრობის სახეები და კლინიკური გამოვლინებები

ზედაპირული, პირველი ხარისხის დამწვრობა:

ახასიათებს – სიწითლე, ტკივილი, მინიმალური შეშუპება, ზეწოლისას თეთრდება.

ღრმა, მეორე ხარისხის დამწვრობა:

ახასიათებს – სველი ბუშტუკების, ვეზიკულები, ტკივილი, შეხებაზე ან ჰაერზე ჰიპერმგრძნობელობა, ზეწოლისას გათეთრება.

მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა:

ახასიათებს- მშრალი ტყავისებრი ფუფხი, ცვილისფერი მუქი ყავისფერი ან დანახშირებული, დამწვრობის მკვეთრი სუნი, შეხებისას მგრძნობელობა დაქვეითებულია. არ შეიგრძნობა ტკივილი, მეზობელ ქსოვილებში კი აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ზეწოლაზე არ თეთრდება.

ინჰალაციური დამწვრობა

ინჰალაციური დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთ სისტემაზე ინტენსიური სითბოს ან ალის ზემოქმედებამ, დამაზიანებელი ქიმიური ნივთიერებების, კვამლის ან მხუთავი აირის ინჰალაციამ.

ინჰალაციური დაზიანების მქონე პაციენტებში დააკვირდით სუნთქვის უკმარისობის ნიშნებს. ამ პაციენტებს გადარჩენისთვის სწრაფი და ეფექტური მართვა ესაჭიროებათ თუ არსებობს ეჭვი მხუთავი აირით (CO) მოწამვლაზე, მკურნალობისათვის საჭიროა 100% ჟანგბადი.

თუ არის ალბათობა იმისა, რომ დაზიანება გამოწვეულია ელექტრული ან ინჰალაციური დამწვრობით, თავდაპირველად ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფუნქციებს, რაც მოიცავს:

სასუნთქ გზებს – შეამოწმეთ გამავლობა, ცხვირისა და პირი ღრუს მემბრანების გამუქება;

სუნთქვას – შეამოწმეთ ვენტილაციის/სუნთქვის ადეკვატურობა;

პულსს – შეამოწმეთ პულსი და მისი რეგულარობა

ამ მეთოდს ABC ფუნქციებსაც უწოდებენ, სადაც A სასუნთქ გზებს აღნიშნავს, B სუნთქვას, ხოლო C პულსს.

ქიმიური დამწვრობა

ქიმიური დამწვრობის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი კანიდან ნებისმიერი ქიმიური ნაწილაკის ან ფხვნილის სწრაფი ჩამოშორებაა. მოაშორეთ კანს ტანსაცმელი, რომელიც ქიმიკატს შეიცავს, რადგან წვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ქიმიური ნივთიერება კანის ზედაპირს ეხება. დაზიანებული უბანი უხვად ჩამობანეთ წყლით 20 წუთიდან 2 საათამდე. თუ ადამიანს ქიმიკატი თვალში მოხვდა, შესაძლებელია თვალის წყლით ჩამობანვა. ზოგიერთ ქიმიკატთან კონტაქტის შემდეგ ქსოვილის დაზიანება შესაძლოა 72 საათის განმავლობაში გაგრძელდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close