რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი

რამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული:

ასაკზე, თვალის გადატანილ ინფექციურ დაავადებებზე,კომპიუტერთან და მონიტორთან გატარებულ დროზე, ჰორმონულ ცვლილებებზე.

თვალის გამოშრობის ყველაზე ხშირი მიზეზი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა. მხედველობის დაძაბვა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება არღვევს ლორწოვანი გარსის ნორმალური დატენიანების პროცესს. მნიშვნელოვანი ფაქტორებია სიგარეტის კვამლი, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები და არასწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები

მშრალი თვალის სინდრომი შესაძლოა განპირობებული იყოს ცრემლის აპკის ნებისმიერი კომპონენტის დეფიციტით, მათი დაქვეითებით ან ორივეთი ერთად.

მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

სიწითლე;

თვალების წვა;

ტკივილი;

ქავილი;

სიმძიმის, უცხო სხეულის შეგრძნება;

სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება

დისკომფორტს აძლიერებს ქარიანი ამინდი, კონდენცირებული ან კვამლიანი გარემო. გამომდინარე იქიდან, რომ თვალის გამოშრობას ცრემლის დეფიციტი განაპირობებს, კომპენსაციისთვის მისმა რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს კიდეც, ამიტომ შესაძლოა აღინიშნებოდეს ცრემლდენა.

მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ, რომლებსაც ბუნებრივი ცრემლის ზოგიერთი თვისება აქვთ. ეს პრეპარატები თვალს გარკვეული დროის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. მათი გამოყენება ადამიანს ხანგრძლივად უხდება.

თუ სიმშრალე მკვეთრია, თვალიდან ცრემლის გადინების შესამცირებლად საცრემლე გზებში ათავსებენ სპეციალურ საცობებს, რომელთაც სიმშრალის ხარისხის მიხედვით არჩევენ. საცობების ჩასმა სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ისინი შეუმჩნეველია და არ იწვევს დისკომფორტს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close