მსოფლიო

რამდენია მასწავლებლების ანაზღაურება ევროპაში

რამდენია მასწავლებლების ანაზღაურება ევროპაში

ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში კადრების დეფიციტი თითქმის ყველა სექტორშია. ამ მხრივ, გამონაკლისი არც განათლების სფეროა, სადაც მასწავლებლების მზარდი დეფიციტი შეინიშნება, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ევროზონაშია. მაგალითად, საფრანგეთში ამჟამად მასწავლებლის 4000 ვაკანსიაა, ხოლო გერმანიაში დაახლოებით 25 000, რაც ძირითადად არასაკმარისი ანაზღაურებითაა გამოწვეული.

Euronews-ი გვთავაზობს მონაცემებს, რამდენს უხდიან მასწავლებლებს ევროპაში და რომელ ქვეყნებში აქვთ მათ ყველაზე მაღალი და დაბალი ანაზღაურება.

ევროკომისიის მონაცემებით, 2020-2021 წლებში საჯარო სკოლებში მასწავლებლების წლიური საწყისი ხელფასი დაახლოებით 4,233-დან 69,076 ევრომდე მერყეობდა – ამ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს ყველაზე დაბალი ანაზღაურება ალბანეთში აქვთ, ხოლო ყველაზე მაღალი – ლუქსემბურგში.

ირკვევა, რომ მასწავლებელთა საშუალო წლიური ანაზღაურება ევროკავშირის ქვეყნებში 25,055 ევროა. ლუქსემბურგის გარდა, წლიური საწყისი ხელფასი 50,000 ევროზე მეტი მხოლოდ ორ ქვეყანაშია: შვეიცარიაში (66,972 ევრო) და გერმანიაში (54,129 ევრო). საფრანგეთსა და იტალიაში წლიური ხელფასი გერმანიის მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ბულგარეთს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 7731 ევრო აქვს. ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და პოლონეთში მასწავლებელთა ანაზღაურება 10,000 ევროზე დაბალია.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში მასწავლებელთა ანაზღაურება სტატუსის, რეგიონის, კერძო და საჯარო სკოლაში დასაქმების მიხედვით განსხვავდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close