დღის ამბები

ონლაინ სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებულ აკრძალულ პირთა სიაში 1 457 526 ადამიანია რეგისტრირებული

ონლაინ სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებულ აკრძალულ პირთა სიაში 1 457 526 ადამიანია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში 3 719 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 3 691 განაცხადი დარეგისტრირდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ონლაინ სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებულ აკრძალულ პირთა სიაში, ჯამში, 1 457 526 ადამიანის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.

„უწყების მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3 719 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 3 691 განაცხადი დარეგისტრირდა.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close