დღის ამბები

„შავ სიაში“ მოხვედრის შემთხვევაში სუბიექტს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა გაეზრდება

„შავ სიაში“ მოხვედრის შემთხვევაში სუბიექტს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა გაეზრდება

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი, თანმდევ პროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტით ხდება სრულიად ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც განსხვავებულად მოაწესრიგებს საჯარო შესყიდვების პროცედურებს.

კანონპროექტით, საკანონმდებლო დონეზე წესრიგდება „შავი“ და „თეთრი სიების“ საკითხი. მოქმედი კანონით, შავ სიაში მოხვედრილ ეკონომიკურ ოპერატორს ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. კანონის მიღების შემთხვევაში, ეს ვადა იქნება 3, 2 და ერთი წელი ჩადენილი კონკრეტული სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვადა არის სტატიკური და მისი შემცირება არ შეიძლება. ეკონომიკური ოპერატორის შავი სიიდან ამოღება დამოკიდებული იქნება იმაზე, აღმოფხვრის თუ რა ის იმ გარემოებებს, რაც შავ სიაში მოხვედრის საფუძველი გახდა.

„აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებულია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს, რომ საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაუახლოეს ევროკავშირის დირექტივებს“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close