გურჯაანირეგიონი

გურჯაანში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სოფელ ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

ამ დროისთვის ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმაეთველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი 2440 მეტრი სიგრძის გზის ასფალტის ახალი საფარის დაგებას, სანიაღვრე არხისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის- პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 1 270 000 ლარით დაფინანსდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close