დღის ამბები

ჩიფსებისა და ძეხვეულის სიყვარულმა შეიძლება დემენციამდე მიგვიყვანოს

ჩიფსებისა და ძეხვეულის სიყვარულმა შეიძლება დემენციამდე მიგვიყვანოს

დიდი რაოდენობით მარილის შემცველმა ცხიმიანმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების პრობლემების პროვოცირება.

ჯანსაღი კვებისას ინტელექტუალური უნარების დაკარგვის რისკი ქვეითდება.

საუბარია ღრმა ტექნოლოგიურ დამუშავებულ პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს, მარილს, ცხიმებს, ცოტა ცილას და უჯრედისს: ჩიფსები, ნაყინი, გაზიანი სასამელები, ძეხვი, კეტჩუპი, მაიონეზი, საუზმის ფანტელი.

კვლევის ავტორებმა გაანალიზეს 55 წელს გადაცილებეული 72 ათასი ბრიტანელის მონაცემები. კვლევის დაწყებისას მათ არ აღენიშნებოდათ დემენცია. ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია გროვდებოდა 10 წლის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე 518 მონაწილეს დაუდგინდა ამა თუ იმ ტიპის დემენცია.

ათი წლის განმავლობაში მონაწილეები იტყობინებოდნენ კვების რეჟიმსა და რაციონზე. ამის საფუძველზე მეცნიერებმა გამოთვალეს თითოეული მონაწილეს კვების რაციონში რამდენი პროცენტი იყო ულტრაგადამუშავებული საკვები. ამ მონაცემის შესაბამისად ადამიანები გაყვეს ოთხ ჯგუფად.

მეცნიერების გამოთვლებით, დღიურ რაციონში ულტრაგადამუშავებული პროდუქტების ყოველი დამატებითი 10% დემენციის რისკს 25%-ით ზრდიდა. მაშინ როდესაც აღნიშნული პროდუქტების ჯანსაღით შეცვლა – ახალი ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, რძე – დემენციის რისკს 19%-ით ამცირებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close