დღის ამბები

რატომ გვინდება ფასტფუდის პროდუქტები?

რატომ გვინდება ფასტფუდის პროდუქტები?

მშობლების ალკოჰოლიზმი ზრდის ბავშვებში ფასტფუდსა და ტკბილეულზე პათოლოგიური დამოკიდებულების რისკს. ამ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Psychology of Addictive Behaviors.

სუფთა ნახშირწყლებისა და ცხიმების მაღალი შემცველობის პროდუქტებმა როგორიცაა: ნაყინი, რძიანი შოკოლადი, პიცა, კარტოფილი-ფრი და ა.შ. ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოწვიოს კვებითი დამოკიდებულება – როდესაც ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და მიუხედავად ამგვარი კვების მავნე შედეგებისა მაინც არ შეუძლია მისი შეზღუდვა.

კვლევის ავტორები დაინტერესდნენ რა ფაქტორები ზრდიდა ამგვარ კვებისმიერი დამოკიდებულების განვითარების რისკს. მათ გაანალიზეს 357 ადამიანის მონაცემები. ყველა მონაწილემ გაიარა ტესტირება კვებით და სხვა ტიპის დამოკიდებულებაზე: მოწევა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ასევე უპასუხეს საკუთარი ოჯახების ისტორიების შესახებ დასმულ კითხვებს. თითოეული მონაწილესთვის გამოთვლილი იქნა სხეულის მასის ინდექსი.

მიღებული ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ჭარბი წონის ადამიანებში კვებისმიერი დამოკიდებულების რისკი გაზრდილი არ იყო.

ფასტფუდისა და ტკბილეულისადმი პათოლოგიური ლტოლვა ხშირად აღენიშნებოდათ იმ ადამიანებს, რომელთა მშობლებიც იყვნენ ალკოჰოლზე დამოკიდებულები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close