დღის ამბები

ნინო ლომჟარია პოლიციის მაღალ ჩინოსანს ამხელს

ნინო ლომჟარია პოლიციის მაღალ ჩინოსანს ამხელს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლაცაბიძეს მიმართ დანაშაულის სქემა იკვეთება.

დღეს სახალხო დამცველმა საქართველოს  პროკურატურას მოუწოდა  დაინტერესდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით ლაცაბიძე კანონ საწინააღმდეგო მოქმედებებით.

მედიასთან შეხვედრის დროს ნინო ლომჟარიამ განაცხადა

-დაძაბული წინა საარჩევნო ფონზე უფრო და უფრო მეტად ხშირად იკვეთება ადამიანის უფლებათა დარღვევა. ჩვენ გვავს შემთხვბევბი როცა ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. ეს კი არსებულ დემოკრატიას დღითი დღე საფრთხეს უქმნის.

არსებობს გარემოებები რომელზეც საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მაგალითად წინა საარჩევნოდ იმერეთის პოლიციის მაღალჩინოსანი დავით ლაცაბიძე შეიმჩნევა არაკეთილსინდისიერ მუშაობაში. ჩვენი ინფორმაციით მას ჰყავს გარკვეული „ზონდერ ჯგუფები“. რომელბიც დაკომპლექტებულია სხვა და სხვა სპორცმენთა ჯგუფების მიერ. ამ ჯგუფების მთავარი დანიშნულება კი ერთადერთია, მათ უნდა გაანეიტრალონ ის მოქალაქეები რომელბიც სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერებად არ ითვლებიან.

უკვე არაერთი შემთხვევა იყო, როცა  ეს ზონდერ ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს. შესაბამისად არსებობს გონივრული ეჭი რომ სწორედ ამ მახინჯი სისტემის უკან დგა თავად პოლიციის უფროსისი მოადგილე დავით ლაცაბიძე. იგი ლობირებს აღნიშნულ ჯგუფებს და არსებობს ეჭვი რომ მათ ასევე აფინანსებს კიდეც. ამიტომ მოვითხოვ დაუყონებლივ მოხდეს აღნიშნული საქმის შესწავლა და გამოძიება.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close