საზოგადოება

აუცრელ ადამიანებს შესაძლოა საერთაშორისო მოგზაურობის უფლება მიენიჭოთ – ჯანმოს ინიციატივა

აუცრელ ადამიანებს შესაძლოა საერთაშორისო მოგზაურობის უფლება მიენიჭოთ – ჯანმოს ინიციატივა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცრელ ადამიანებს შესაძლოა საერთაშორისო მოგზაურობის უფლება მიენიჭოთ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, საერთაშორისო მგზავრობებთან დაკავშირებით შეზღუდვები შესაძლოა მოიხსნას ან შემსუბუქდეს.

როგორც ჯანმო აღნიშნავს, საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვები არ უწყობს ხელს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, ორგანიზაციას მაგალითად ომიკრონის შტამის გავრცელება მოჰყავს.

ამავდროულად, შეზღუდვები „ხელს უწყობს სახელმწიფოების წინაშე არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს“.

საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა ასევე რეკომენდაცია გაუწია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ განიხილებოდეს ქვეყანაში შემოსვლის წინაპირობად. ეს რეკომენდაცია განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის განსხვავებული დონეა.

სავალდებულო ვაქცინაციის ნაცვლად, ჯანმო გვთავაზობს გაფართოვდეს კორონავირუსის სხვა პრევენციული  ზომები: ტესტირება კოვიდზე და სავალდებულო კარანტინი. კომიტეტის წევრები ასევე განმარტავენ, რომ მსგავსი ზომები არ უნდა იყოს ფინანსური ტვირთი საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

გასული დღის განმავლობაში მსოფლიოში 4,2 მილიონი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 400 ათასით მეტია, ვიდრე წინა დღეებში. საერთო ჯამში, პანდემიის დროს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 339,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close