დღის ამბები

მე სიკეთე მაბედნიერებს ხელისუფლებას ბოროტება- ლაშა მირინაშვილი

ხშირად მოისმენთ ახალგაზრდები არ აქტიურობენ, პოლიტიკას ძველი სახეები მართავენ, ერთი და იგივე სახის ყურებით დავიღალეთ. ასევე ხშირად გაიგებთ რომ ხელისუფლებამ მხოლოდ იმისთვის რომ რომელსამე პირის ან ოჯახის მხარდაჭერა ვერ მიიღო, დაიწყო მათი დევნა შევიწროება და გვინახავს კიდეც სუიციდამდე მისული ადამიანები.

დღეს ჩვენი რესპონდენტი ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი ლაშა მირინაშვილია . ლაშა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და აქტიური მხარდამჭერია. რა გზა გაიარა მან პარტიამდე მისასვლელად და როგორ უყურებს არსებული მოვლენების განვითარებას ვფიქრობთ საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

-ლაშა შენი გზა ენმემდე როგორ მოვიდა?

– მე პოლიტიკასთან არ მქონია დიდი კავშირები იმდენად არა პოლიტიკური ვიყავი რომ 2020 წლამდე არც კი მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში.

თუმცა როგორც ჩანს დადგა ეგ მომენტიც თქვენს ცხოვრებაშიც

კი ნამდვილად ჩემი პირველი გაბრაზება იყო 2020 წელს კერძოდ კი დედაჩემი რომელიც სკოლაში მუშაობს, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე დირექტორმა დაიბარა და სთხოვა რომ ხელ წერილებით დაემტკიცებინა რომ ხმას აძლევდა ისიც და ოჯახის წევრებიც ქართულ ოცნებას. და არჩევნებზე შემოხაზავდნენ 41 ნომერს. ამასთან ესეც არ იკმარეს და მოსთხოვეს რომ ბიულეტენებისთვის ფოტოებიც გადაგვეღო ამ ამბის მოსმენამ მე იმდენად გამაბრაზა იმდენად აღვშფოთდი და შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი რომ დედას ვუთხარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გავაგებინებ ამათ ასეთ უმეცრებას და ბოროტებას. ამის შემდეგ მე არჩევნების დღეს წავედი და ყველას გასაგონად ვთქვი დიახ მე ვაძლევ ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას

ალბათ ეს იყო ის ძირითადი გარდამტეხი მომენტი ხომ ?

კი მეც მგონია რომ ეს იყო პირველი და გააზრებული გაბრაზება. მართალია მაშინაც მოიგო გაყალბების გზით ოცნებამ მაგრამ დაიწყო ჩემი შევიწროებაც. 2020 წლიან ნოემბერში მაღაზიაში მომივიდა. მე მაქვს პატარა ხორცპროდუქტების მაღაზია სადაც ხორცი იყიდება არა სხვისგან შეძენილი ან შემოტანილი არამედ ჩემი ფერმიდან დაკლული შემოწმებული. წერილში კი ეწერა რომ რომ დროებით უნდა გავჩერებულიყავი. რაზეც კი დავთანხმდი მაგრამ ვერ მივხვდი რა უნდოდათ. რამდენიმე თვის შემდეგ მივაკითხე სურსათის უვნებლობის სამსახურს და ვიკითხე როდის შემეძლებოდა ხორცის რეალიზაციის გაგრძელება. მათმა უფროსმა კი მითხრა ეგ საკითხი ჩემთან არა იქ წყდება ზემოთ პარტიაშიო. და უკვე ნათელი გახდა ვინ მებრძოდა და რატომ.

აი საჯაროდ ვსვამ კითხვას რა დავაშავე ? ჩემი რესურსი გამოვიყენე ჩემი არჩევანისთვის. უბრალოდ არ გავხდი ოცნების მონა ესაა დანაშაული? მაშინაც კი არ შევსულვარ პარტიაში მაინტერესებდა იქნება და ვინმე ჩინოვნიკი აჭარბებს თავის უფლება მოსილების მაგრამ 2021 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა ყველაფერი შეცვალეს.

2021 წელს ჩემი მეგობრები და მეზობლები კი მეუბნებოდნენ ხმამაღლა ნუ ამბობ გადაგეკიდებიან დაგემუქრებიან მოგკლავენ მაგრამ მე სადაც ვარ იქ არ გავჩუმდები.. მხოლოდ როგორც ერთგულმა მხარდამჭერმა ჩემი სახლისა და მაღაზიის წინ გავაკარი ენმ -ს დროშები 2021 წლის 2 სექტემბერს გავხდი ენმ-ს წევრი. ასე შევედი პოლიტიკურ ქარცეცხლში

– რამდენად სუფთაა დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე, დეპოლიზირიებულია გარემო და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა

– მე ცოტა შორიდან დავიწყებდი არ არსებობს პოლიტიკური გარემო არსებობს კრიმინალური გარემო 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იცით რა მითხრა დედაჩემმა? მან მითხრა რომ ისევ მივიდნენ სკოლაში „უფროსები“ და ისევ იკითხეს ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებები და დედაჩემს დაემუქრნენ რომ სამსახურს დაკარგავდა . მე ასეთი შეშინებული დედაჩემი არ მინახია. სულ კანკალებდა და იხვეწებოდა რომ თავი შემეკავებინა პოლიტიკურ აქტიურობისკენ.

– უბედურება ის აღმოჩნდა რომ როცა მე ვერ გამაჩერეს დედაჩემი აიძულეს გამხდარიყო ქურდი, და მას ჩემთვის მოეპარა ჩემი პირადობის მოწმობა, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გააკეთებინეს რომ არჩევნები მოეგოთ. ეს ხომ აღარ არის მოგება ? ეს არის ძალადობა! შანტაჟი ! და იცი რატომ გააკეთებინეს დედაჩემს ეს? იმიტომ რომ ჩემი სიკვდილით ემუქრებოდნენ მე ძალიან გავბრაზდი ძალიან , ძალიან შეურაცხყოფილად და უსუსურად ვიგრძენი თავი.

– გასაგებია ვინ გგონიათ ვინ ებრძვის თავისუფალ არჩევანს ?

– რა თქმა უნდა აწ უკვე არჩეული მერი ქართული ოცნების სახე და თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი. უბრალოდ მე თქვენი მედიის მეშვეობით მინდა მივმართო მას. ბატონო გივი მე 2020 წლამდე არჩევნებზეც კი არ მივლია, თქვენ კი 2012 წლამდე იყავით ნაციონალური მოძრაობის წევრი მხარდამჭერი და ასევე დასაქმებული საჯარო სამსახურში ხალხმა 2012 წელს ის ხელისუფლება თქვენნაირი ადამიანების გამო შეცვალა, და ახლა უკვე ამ ხელისუფლებაში გადმობარგებულს გეუბნებით. უკაცრავად მაგრამ არ გრცხვენიათ? მე როგორ მიწუნებთ ჩემს პოლიტიკურ არჩევანს როცა თქვენც თავად ამ გუნდის წევრი იყავით ?

– ჩვენ ვიცით რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ შიმშილობდით სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით და თუმცა თქვენზე მოხდა თავდასხმაც. რა მოხდა უფრო დეტალურად რომ მოუყვეთ მკითხველს.

-2021 წლის არჩევნების დღეს გავიგეთ რომ ქვეყანაში დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი რომელიც იმავე დღეს დააკავეს და ციხეში ჩასვეს. მისი განთავისუფლების მოთხოვნით დავიწყე შიმშილობა 20 დეკემბრიდან.

სწორედ ჩემი შიმშილობის დროს მივიღე შეტყობინება რომ დედაჩემის ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაათავისუფლეს სკოლიდან. ანუ რადგან მე ვერ დამიმორჩილა ოცნებამ დედაჩემს გაუსწორდნენ.

შიმშილობა შევწყვიტე 7 იანვარს, თავად მიხეილ სააკაშვილის თხოვნით. უკან სახლში რომ ვბრუნდებოდით მე და ჩემი თანაგუნდელი, ნაშიმშილარი დაუძლურებული ვიყავი უცხო მანქანამ გზა გადაგვიკეტა და ორივე გვცემეს უმოწყალოდ. განსაკუთრებით მე, მცემდნენ და მეუბნებოდნენ აბა შენი ნაშიმშილარი სხეული თუ აიტანს მუშტსო.

1 საათი რომ ვინმეს არ გამოევლო საგარეჯოს გზაზე ვინმეს ვერ გადავრჩებოდით, ჩვენს ბედად ვიღაცა ცოლ ქმარმა გამოიარა და რომ გვნახეს ასეთი გაუბედურებულები დარეკეს სასწრაფოში რომლებმაც გადაგვიყვანეს საავადმყოფოში.

და ამ ყველაფრის მერე ვინმე თუ გამოგეხმაურათ დაგიცვათ ?

ადამიანებს იცავენ დემოკრატიულ ქვეყნებში აქ ვატყობ რომ ტყის კანონებია, ან მოგკლავენ ან მოკლავ. მე უბრალოდ არ შემიძლია ვინმე მოვკლა მე სიკეთე მაბედნიერებს და შენება. ამათგან განსხვავებით

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close