ქართველმა მებრძოლმა იცო ბაბულაიძემ Cage Fury-ის CFFC 159-ზე ამერიკელი რაჰიმ ფორესტი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ბაბულაიძე პროფესიონალი MMA-ს მებრძოლია და 77 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ის წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არის და სხვადასხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, მათ შორის PFL-სა და Ring of Combat-ში, იბრძოდა.
კარიერაში მას გამარჯვებები აქვს როგორც ნოკაუტით, ისე მტკივნეული ილეთითა და მსაჯთა გადაწყვეტილებით.
CFFC 159-ზე გამარჯვებამდე მისი პროფესიული რეკორდი 7-0 იყო. რაჰიმ ფორესტთან გამარჯვების შემდეგ, ბაბულაიძემ მეხუთე ფინიში იზეიმა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა.
იცო ბაბულაიძე ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ MMA-მებრძოლად მიიჩნევა














