Home ბლოგი სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა ხვალიდან სასწავლო პროცესს ვეღარ გააგრძელებს

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა ხვალიდან სასწავლო პროცესს ვეღარ გააგრძელებს

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა ხვალიდან სასწავლო პროცესს ვეღარ გააგრძელებს – მიზეზი სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მშობლებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია ორი დღის წინ მიაწოდეს.

გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან“ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს, დალი მინდიაშვილს დაუკავშირდა.

როგორც მინდიაშვილმა განაცხადა, ველისციხის საჯარო სკოლის 500 მდე მოსწავლე სწავლას გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გააგრძელებს.

მოსწავლეებთან ერთად გადაინაცვლებს სკოლის სრული პერსონალი.

გადაადგილებისთვის საჭირო იქნება ტრანსპორტი, რომლის უზრუნველყოფაზეც, რესურსცენტრის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია იზრუნებს.

ველისციხის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია წინა წლებშიც იგეგმებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება მაშინ ვერ მოხერხდა.

რა ვადაში უნდა შესრულდეს დაგეგმილი სამუშაო, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.