Home ბლოგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია-

ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია.

ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი თბილისში მუშაობდა და მანქანებს შლიდა.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 4 თანასოფლელი დაბადების დღიდან ბრუნდებოდა.

ახალგაზრდები სოფლის ცენტრში, მცირე ზომის მაღაზიასთან შეჩერდნენ, მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ.

ნიკა ხატიაშვილი ადგილზე დაიღუპა, სამი მამაკაცი კი დაშავდა. სხეულის სხვადასხვა ტრამვებით, ისინი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთი, მკურნალობას თბილისში აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიაში მონაწილე მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.