Home ბლოგი საკონსტიტუციო სასამართლოში 21-23 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა იგეგმება

საკონსტიტუციო სასამართლოში 21-23 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა იგეგმება

საკონსტიტუციო სასამართლოში 21-23 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა იგეგმება-

ამ ფონზე ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ერთობლივ კამპანიას სახელწოდებით „საქართველო, ივანიშვილის გარეშე“ დაიწყებს.

ალიანსის განცხადებით, მისი მიზანი მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება და 28 ნოემბერს თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზებაა.

ოპოზიციის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა მმართველი ძალის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის უფლებას უზღუდავს.

ალიანსის ინფორმაციით, 28 ნოემბრის აქციის მთავარი გზავნილი იქნება საქართველო, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია, ხოლო ცხოვრების ხარისხი – ევროპული.