Home ბლოგი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ბელექანჩაი, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე სოფელში შექმნილ ვითარებას გაეცნო.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა, ინტენსიურად მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.