Home ბლოგი ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ რჩევები რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ რჩევები რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

დაცული ტერიტორიების სააგენტო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გიზიარებთ რეკომენდაციებს – ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.

რჩევა #7: ლაშქრობისას წყალი და საკვები წინასწარ მოიმარაგე

ლაშქრობის დაგეგმვისას წინასწარ გაითვალისწინე მარშრუტის სირთულე დახანგრძლივობა, რათა მოიმარაო საჭირო რაოდენობის წყალი და საკვები.

საკმარისი წყალი – მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბილიკზე ცივი წყაროები და ნაკადულებიც შეგხვდება, სასურველია ლაშქრობა საკუთარი წყლის მარაგით დაიწყო.

ენერგიული საკვები – თან იქონიე მსუბუქი და ენერგიული საკვები, რომელიც ლაშქრობის დროს სწრაფად შეგმატებს ენერგიას: თხილეული, ჩირი, შოკოლადი ან სხვა მარტივად სატარებელი საკვები.

საკვების შენახვა – დაბანაკებისას საკვები დახურულად და უსაფრთხოდ შეინახე. არ დატოვო საკვების ნარჩენები ბუნებაში, რადგან მათ შესაძლოა გარეული ცხოველები მიიზიდონ.

სწორად დაგეგმილი ლაშქრობა უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობის საფუძველია. თან იქონიე საკმარისი წყალი და საკვები, გაუფრთხილდი ბუნებას და იმოგზაურე პასუხისმგებლიანად.