Home ბლოგი დედოფლისწყაროში უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდება

დედოფლისწყაროში უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდება

2 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები.

პროექტს ახორციელებს თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ , ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით.

📍 ადგილი: დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი

დაწყება: 11:00 საათიდან

სამედიცინო სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეებს მოემსახურებიან თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კლინიკების — „ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს“, „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმ-სპეციალისტები.

მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ:

🔹 გოჩა ვაშაყმაძე — კარდიოლოგი

🔹 ირინა გვაზავა — კარდიოლოგი

🔹გივი პისარევი — ქირურგი

🔹 ლერი პეტაშვილი — ქირურგი

🔹 პროფესორი მაკა ბულეიშვილი — თერაპევტი, პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი

🔹 ნინო აქიაშვილი — ნევროლოგი

🔹 რუსუდან გაჩეჩილაძე — ბავშვთა ნევროპათოლოგი

🔹 ანა ანთია — ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი

🔹 ნინო აივაზაშვილი — ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი

🔹 დავით ზურაბაშვილი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქიატრი

🔹 რუსიკო კობახიძე — ბავშვთა ინფექციონისტი-პედიატრი

🔹 მაკა მაისურაძე — ექიმი ინფექციონისტი-პედიატრი

🔹 ინეზა ნებიერიძე — პედიატრი, ფთიზიატრი,პულმონოლოგი

🔹 ლია ტრაპაიძე — თერაპევტი, ფთიზიატრი,პულმონოლოგი

🔹 ეკა თოფურიძე — ოტო-რინო-ლარინგოლოგი

🔹 ლეილა გელაშვილი — ოტო-რინო-ლარინგოლოგი

🔹 სალომე მარდალეიშვილი-ექიმი-ოფთალმოლოგი

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები.

პროექტის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, ქრონიკული დაავადებების პრევენცია და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.