Home ბლოგი გურჯაანში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გურჯაანში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ჟიურის გადაწყვეტილებით ლიტერატურულ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

პოეზიაში: I ადგილი – ლიკა გლურჯიძე;

II ადგილი – ანანო ხაჩიშვილი;

III ადგილი – ლიზი ვარაზაშვილი

პროზაში:

I ადგილი – ნუცა რაქვიაშვილი;

II ადგილი – ნინო სირბილაშვილი​;

III ადგილი – ანასტასია მელექსიშვილი;

გურჯაანის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები – I ადგილზე გასულს 2000 ლარი, ხოლო II და III ადგილოსნებს 1500 და 1000 ლარი გადაეცათ.

საკონკურსო ნამუშევრები ქართველმა პოეტებმა ტარიელ ხარხელაურმა, ნანა ცინცაძემ და მწერალმა ნატო დავითაშვილმა შეაფასეს.

​6 გამარჯვებულთან ერთად, გამოვლინდა ჟიურის და მერიის რჩეული ნაწარმოები, რომლის ავტორს – მარიამ მასურაშვილს ფულადი პრიზი გადაეცა.

​გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი წელს პირველად გაიმართა და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.