MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, მოძრაობის მიზანია ქართული ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა.
მისი განმარტებით, მოძრაობა აქტიური და კონსტრუქციული იქნება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, წევრები მზად არიან საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.
“- ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან.
როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან.
ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხშირად უკონტროლო სახეს იღებს…
მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, – აცხადებს ქართველიშვილი.
MMA-ის მებრძოლი ტელეკომპანია რუსთავი 2 ის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია.
ფოტო : სააგენტო სივრცეები














