დღის ამბებირეგიონი

კახეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს.

 სტიქიის ზონებში მიბილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა

რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი ღვარცოფი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა, რის გამოც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. “მეორე დღეა სოფელში ტექნიკა გვყავს მობილიზებული. იმის გამო, რომ უხვი ნალექი იყო, წყლის რაოდენობის გაზრდამ სანიაღვრე არხებში პრობლემები შექმნა, წყლის დიდი მასის გატარება ვეღარ შეძლო და სახლების პირველი სართული და ეზოები დატბორა. აქტიურად ვახორციელებთ პრობლემის მოგვარებას. სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს საათებში დასრულდება. “- ამბობს ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი სოფელ გიორგეთში შორენა ლობჟანიძე. სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, სადაც ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დააზიანა. ძლიერი ქარის შედეგად მწყიბრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ახლა ქალაქს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. “ენერგო- პრო- ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცირე დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close