საზოგადოება

,,მედია ცენტრი„ დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტში

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრმა „ დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლეებთან შეხვედრა გამართა.

GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) პროექტის ფარგლლებში ექსპერტი, კოტე კანდელაკი დამსწრე საჯარო მოხელეებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე , ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებსა და სიკეთეებზე ესაუბრა. ექსპერტმა ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავზე გაამახვილა, რომელიც დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობას , ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს, თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირებას და მისი პროცესების მართვისას დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close