სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში, მინდორში მუშაობის დროს ნოდარ ბოლღაშვილის ტრაქტორს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.
ტექნიკა სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟის მისვლამდე მთლიანად დაიწვა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, არსებობდა საშიშიროება, რომ ცეცხლი მიმდებარე ნაკვეთებში გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე- მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება შეძლეს.
რა გახდა სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის დაწვის მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.