Home ბლოგი 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

დასავლეთის უმეტეს, აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ზოგან ძლიერი წვიმა იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ასევე, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

საფრთხის დონე საშუალოა.