Home ბლოგი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

პლატონ კალმახელიძემ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ბიჭიკო მაისურაძე წარადგინა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმილ ვადებში და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

საუბარი შეეხო სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებსაც.