სულ ახალთახალი მოხატულობაა გურჯანში თამარ მეფისა და გურამიშვილის კუთხეში.
ლიკა კავჟარაძის გმირი მარიტაა (თენგიზ აბულაძის ფილმიდან “ნატვრის ხე”) გამოსახული კედელზე, რომლის ავტორიც პორტუგალიელი მხატვარი მარიანა დუარტე სანტოსია.
როგორც გავარკვიე, ნახატი გურჯაანის მერიის ხელშეწყობითა და tbilisimuralfest-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
საერთოდაც, გურჯაანი კედლის მხატვრობისა და საჯარო ხელოვნების ნიმუშებით გამორჩეული ქალაქი ხდება და მადლობა მათ ამისთვის. – წერს ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი.














