თელავის მუნიციპალიტეტში 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული, ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა და დროებითი სანომრე ნიშნების აღდგენა/გაცემა ერთჯერადად, უფასო იქნება.
შეღავათი ვრცელდება დაკარგული, ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის, დროებითი სანომრე ნიშნისა და ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენასა და გაცემაზეც.
მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს.
ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.














