კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, მასშტაბური ღონისძიებების დროებით გაუქმების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ონლაინ რეჟიმში გამართა. მერმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს და საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურული მიმართულებების შესახებ. ,,გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით საჯარო შეხვედრა გადაიდო და დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართა. მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია გასულ წელს გაწეული საქმიანობის, მათ შორის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, როგორიც არის ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურის, კულტურის მიმართულებები. საუბარი შეეხო მიმდინარე წელს განსახორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც. ვფიქრობ, მსგავსი ფორმატის, ღია საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მერიის ეფექტური მუშაობის,ასევე საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით.,, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის ონლაინ ანგარიში Eastern European Centre for Multiparty Democracy – EECMD მხარდაჭერით გაიმართა.