თელავის მკვიდრი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი, კარლო ამირგულაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ურთიერთობას იხსენებს
“-დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენი ქვეყნის დიდ პატრიარქს ილია მეორეს
ამ ეპოქალურ პიროვნებას მართლაც უყვარდა ქართველობა, ერთიანი საქართველო და მისმა საქმეებმა დაადასტურა ერის ესოდენ დიდი გლოვა და ერთიანობა რაც ათწლეულებია არ გვინახია და გაგვიგია.
მეც იმ ბედნიერთაგანი ვარ ვისაც ხვდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება. მარტო ერი და ქვეყანა კი არა, ტყე და ჩიტებიც უყვარდა, ღელავდა ქვეყნის ტყის და გარემოს ბედზე. ზრუნავდა და ლოცულობდა ყველა სულიერისთვის.
მსუბუქი იყოს დიდო პატრიარქო თქვენთვის ქარული მიწა და დიდი სიონის სამყოფელი,”-
წერს ამირგულაშვილი სოციალურ ქსელში და პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.





















