Home ბლოგი თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ ტაძრებში ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გაიმართება

თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ ტაძრებში ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გაიმართება

თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ ტაძრებში, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გაიმართება – ალავერდის ეპარქია

ხვალ, 19 მარტს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში, 14:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება. ლოცვას დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი აღავლენს.

ამავე დღეს, 15:00 საათზე, პანაშვიდები შესრულდება ბუშეტის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის ეკლესიაში და სოფელ თეთრი წყლების სამასი არაგველის სახელობის ტაძარში.

ხუთშაბათს დილით კი პანაშვიდი გაიმართება წინანდლის წმინდა გიორგის ტაძარში.