უამინდობის გამო თელავში, „კავკასიონი არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი გადაიდო
ინფორმაციას გვერდი „Away days-გასვლაზე“ ავრცელებს.
“-აი, ასე გამოიყურება თელავში კავკასიონი არენა დიდთოვლობის შემდეგ. პირველი ეპიზოდის გადაღებას სწორედ აქ, თელავში ვგეგმავდით, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო მატჩი გადაიდო.“- წერია განცხადებაში.
მათივე თქმით, ამავე მიზეზით გადაიდო ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის რამდენიმე მატჩიც :
“იბერია 1999“ – “მეშახტე”
“დილა“ – რუსთავი“
დინამო თბილისი“ – დინამო ბათუმი”
„თელავი“- “არაგვი“ და „გარეჯი“- “ოდიში 1919“.
როდის ჩაინიშნება გადადებული მატჩები, ამ ეტაპზე მითითებული არ არის.





















