კახეთში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური მიდგომები, სტრუქტურა და ფორმატი.
პროცესის ეფექტიანად და სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის საჭიროებაზე.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დიდიძე. რეგიონულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.





















