ახმეტის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს, სპორტული ფორმები გადაეცათ
სპორტული ეკიპირება მოსწავლეებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა და მისმა მოადგილემ, ზურაბ ფილაშვილმა მიუტანა.
გუნდები მუნიციპალიტეტს რეგიონულ ტურნირზე წარადგენენ და სპორტის სხავდასხვა სახეობაში იასპარეზებენ.
როგორც მერმა აღნიშნა, ახალგაზრდების მხარდაჭერა და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.
შეჯიბრი მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული უნარების განვითარებას.





















