Home რეგიონი არალეგალური რძის გადამამუშავებელი საწარმოები კახეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტებს საწარმოო პროცესი...

არალეგალური რძის გადამამუშავებელი საწარმოები კახეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

არალეგალური რძის გადამამუშავებელი საწარმოები კახეთსა და ქვემო ქართლში – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, ნედლი რძის გადამმუშავებელ არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.

ფიზიკური პირი ლ. მ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნაშოვარში, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

ინდმეწარმე დ.შ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ასევე რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა ეგრეთ წოდებული „ყველის“ წარმოებას.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.