Home რეგიონი სიღნაღი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მთავარეპისკოპოსმა იქადაგა ქვეყნის მდგომარეობაზე

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მთავარეპისკოპოსმა იქადაგა ქვეყნის მდგომარეობაზე

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში საკვირაო ქადაგებისას, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებასა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა

მეუფე იაკობის თქმით, ხელისუფლებამ ეკლესიასთან ერთად უნდა გადადგას ნაბიჯები საზოგადოების ერთიანობისთვის.

„-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს…ჩვენ ხომ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ, ჩემი ერი იყოს კარგად. თუ არადა მაგალითებით ვნახოთ, ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს, სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად.”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთავარეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები მომავალ თაობაზე არ უნდა აისახოს და კანონები არ უნდა იქნეს გამოყენებული ვინმეს შეზღუდვის მიზნით.

„თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე?! ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ…საქართველო თუ მაინც გიყვარს და შვილები გიყვარს, იმ სხვის შვილებმაც რა დააშავეს, დავეხმაროთ ერთმანეთს რომ წესიერად ვიცხოვროთ.”- აღნიშნა სასულიერო პირმა.