გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები, საბა წნორიაშვილი, მერაბიკო შინჯიკაშვილი და გვანცა შაინიძე, ნათესავები არიან
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ორი ბიჭი დეიდაშვილები, ხოლო მესამე, გოგონა – მათი ბიძაშვილია. სამივე მათგანი არასრულწლოვანია.
სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ავტომანქანა უფროსებთან შეუთანხმებლად წაიღეს და ეკლესიაში წავიდნენ. საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა.
უკან დაბრუნების შემდეგ კი ტრანსპორტი, რომლითაც 5 ადამიანი მგზავრობდა, გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ორმა მგზავრმა, რომლებმაც გადმოსვლა შეძლეს, მოტეხილობებით, გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრაგიკული შემთხვევა მელაანში, გუშინ, ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.





















