Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსერვისში გაჩენილი ხანძრის შედეგად მექანიკოსი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსერვისში გაჩენილი ხანძრის შედეგად მექანიკოსი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ავტოსერვისში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მექანიკოსი დაშავდა

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში, სოფლის შესასვლელში მდებარე ობიექტზე იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი მანქანას სარემონტო სამუშაოებს უტარებდა და ავტომობილი სპეციალურ ამწე მოწყობილობაზე ჰყავდა აწეული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრანსპორტს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. აალების შედეგად, მექანიკოსმა დამწვრობა ხელებზე მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს.

დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.