გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, უკანონო ხე-ტყით სარგებლობის 19 ფაქტი დაფიქსირდა
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება განხორციელდა კახეთის რეგიონში. ასევე ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
სამართალდარღვევები შეეხებოდა როგორც საშეშე მასალას, ისე მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის უკანონო ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
ჯამში ამოღებულია 31 კუბურ მეტრზე მეტი საშეშე მერქანი და 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე. შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა პრიორიტეტია.
უწყების ინფორმაციით, სპეციალისტები უწყვეტი პატრულირების, პრევენციული ღონისძიებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით, ცდილობენ სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას.





















