მიმდინარე წელს ქალაქ გურჯაანში, 9 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახტალისა და კირვალიძის ქუჩებს, წერეთლის ჩიხს, სარაჯიშვილის პირველ შესახვევსა და ჩიხს, გამსახურდიას, ტაბიძის, ქოროღლიშვილის, კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებს.
აღნიშნულ ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 8 164 617 ლარს შეადგენს.





















