Home რეგიონი მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს

ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან ხელშეკრულება შეწყდება.

მიზეზი კი კომპანიების მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

პროცესის პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ (EPTISA) დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას.

რაც აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შედგენისთვის, რაც ახალი ტენდერის მოსამზადებლად არის საჭირო.