Home რეგიონი ახმეტა პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს

პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს

პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს

საუბარია სოფელ დუისში, ჯოყოლოსა და ქორეთში მოქმედ საგანმანათლებლო კერებზე.

ინფორმაცია ამის შესახებ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა გაავრცელა.

ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილება მძიმეა, თუმცა მას წინ უძღოდა ცენტრების შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ორწლიანი მცდელობა. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდიდან შენობებზე იჯარის ხელშეკრულება აღარ უგრძელდებათ.

ფონდის განმარტებით, მდგომარეობას ამძიმებს საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რის ფონზეც დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერის მიღება გართულდა.

ცენტრები 2000 წლიდან ფუნქციონირებდა და ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსებს სთავაზობდა.

ასევე, ადგილობრივ ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაევლოთ პროფესიული მიმართულების კურსები. ამჟამად ცენტრებს 20 ადგილობრივი ქალი ჰყავდა დასაქმებული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცენტრების დახურვა ადგილობრივ თემს მნიშვნელოვნად დააზარალებს.